საქართველოს მორაგბეთა ნაკრები

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა გერმანია ქუთაისში გაანადგურა

რაგბის ევროპის ჩემპიონატის მეოთხე მატჩში საქართველოს ნაკრებმა "აია არენაზე" გერმანია 52:3 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრებიდან ლელოები მირიან მოდებაძემ (3), ლაშა ხმალაძემ, შალვა მამუკაშვილმა, ლაშა მალაღურაძემ, ვასკა ლობჟანიძემ და მერაბ შარიქაძემ მიითვალეს, ხუთი გარდასახვა გელა აფრასიძემ გაიტანა, ერთი კი სოსო მათიაშვილმა.

საქართველოს ნაკრებს ოთხიდან ოთხი მოგება აქვს და ჯგუფში პირველ ადგილზეა. რაც შეეხება გერმანიას, გუნდმა ოთხივე მატჩი დათმო და 1 ქულით ბოლო ადგილზეა.

მომდევნო მატჩს "ბორჯღალოსნები" 17 მარტს, სტუმრად რუსეთთან გამართავენ.

კომენტარები