ძაღლები

10+ ილუსტრაცია, რომელიც ძაღლთან ერთად ცხოვრების თავისებურებებს გამოხატავს [გალერეა]

0 კომენტარი

აშშ-ში, ლოს-ანჯელესში მოღვაწე არტ დირექტორი იაოიაო მა ვან ასი ცხოველების დიდი მოყვარულია, რომელიც თავისი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილის - თავისი ძაღლის, პარკერის, ილუსტრაციების შექმნით ძალიან დიდ სიამოვნებას იღებს. მისი ილუსტრაციები გამოხატავს, თუ რამხელა ბედნიერებაა, ადამიანს ჰყავდეს ძაღლი და თუ რამხელა კავშირია ადამიანსა და მის ყველაზე ერთგულ მეგობარს შორის. 

მა ვან ასი ხატვას რამდენიმე წლის წინ დაუბრუნდა, როგორც კრეატიულ ჰობის თავისი ყოველდღიური სამუშაო რუტინის მიღმა. ყველა ადამიანისთვის, რომელსაც ძაღლი ჰყავს, მა ვან ასის ილუსტრაციები ძალიან ახლოა. ილუსტრაციების ის საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით ხატავს, ვინაიდან მასაც ჰყავს ძაღლი, სახელწოდებით - პარკერი. 

"პარკერი ჩემი ვაჟია და ძალიან, ძალიან მიყვარს ის. ვფიქრობ, რომ ყველას, ვისაც ისე უყვარს საკუთარი ძაღლი, როგორც მე, ესმის რამდენად ძლიერია კავშირი. მე და პარკერი მართლა ერთ ტალღაზე ვართ. მას უყვარს ჩემზე შეხტომა, როდესაც ბედნიერი ვარ და მლოკავს, როცა ცუდ ხასიათზე ვარ. ის ჩემი ემოციური მხარდამჭერია,"- ამბობს ილუსტრატორი. 

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

კარინა ყენია

კომენტარები