ხანძარი

სოფელ ვაჩნაძიანში ხანძრის შედეგად 2-სართულიანი სახლი მთლიანად დაიწვა

PrimeTime.ge

კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაჩნაძიანში 2-სართულიან სახლს ხანძარი გაუჩნდა. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ბრიგადაა მობილიზებული, რომლებიც ცეცხლის ჩაქრობას ამ დრომდე ცდილობემ. მათივე ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ამასთან, ჯერჯერობით უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზით. 

რუსთავი 2-ის ცნობით, წინასწარი ინფორმაციით, ოჯახმა ცეცხლის ალი გვიან შენიშნა. ხანძრის შედეგად კი, სახლი მთლიანად განადგურდა. მათივე ცნობით, დამწვარ სახლში 6-სულიანი ოჯახი ცხოვრობდა. 

კომენტარები