მარიო პიუზოს

ყველაზე სწრაფად გაყიდვადი წიგნი, მარიო პიუზოს "ნათლია" 50 წლის გახდა

მარიო პიუზოს ცნობილი წიგნი, სახელწოდებით "ნათლია" 50 წლის წინ, 1969 წლის 10 მარტს გამოვიდა პირველად. 

ის ისტორიაში ყველაზე სწრაფად გაყიდვადი წიგნია. გამოცემიდან არასრული 2 წლის თავზე, 1971 წლის დასაწყისში უკვე 7 000 000-ჯერ იყო დაბეჭდილი. 

პიუზოს რომანზე, რომელიც იტალიურ მაფიას ეხება, ფრენსის კოპოლას მიერ გადაღებული არანაკლებ ცნობილი ფილმია გადაღებული, რომელშიც მთავარ როლებს ალ პაჩინო და მარლონ ბრანდო ასრულებენ. 

Paramount Pictures-მა ნოველის ეკრანიზაციის საავტორო უფლება 80 000$ შეიძინა ჯერ კიდევ მაშინ, სანამ წიგნი კიდევ უფრო პოპულარული გახდებოდა. 

კომენტარები