ნაომი კემპბელი

ნაომი კემპბელის რეაქცია, როდესაც მას ლიამ პეინთან ურთიერთობაზე ჰკითხეს

0 კომენტარი

ამერიკული ყვითელი მედია დიდი ხანია წერს, რომ სუპერ მოდელი ნაომი კემპბელი და ჯგუფ One Direction-ის წევრი ლიამ პეინი ერთმანეთს მალულად ხვდებიან.

ამ ჭორების საფუძველს ყვითელ პრესაში სხვადასხვა წყაროს გარდა ლიამისა და ნაომის კომენტარებიც წარმოადგენს Instagram-ზე, სადაც ისინი ერთმანეთს ეფლირტავებიან. 

View this post on Instagram

Here for it. #CommentsByCelebs

A post shared by Comments By Celebs (@commentsbycelebs) on

ჯონათან როსის შოუში ნაომი კემპბელს კითხეს, ნამდვილად ხვდებოდა თუ OD-ის ერთერთ წევრს, რაზეც ნაომის, როგორც ყოველთვის, საკულტო რეაქცია ჰქონდა: 

მცირეხნიანი ღიმილის შემდეგ ნაომიმ ჯონათან როსს შემდეგნაირად უპასუხა: 

"მე არასდროს განვიხილავ ჩემს პირად ცხოვრებას". 

რა თქმა უნდა, როსისთვის ეს პასუხი არამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა და ისევ ჰკითხა გავრცელებულ ჭორებზე ლიამ პეინთან დაკავშირებით. 

"ეს სიგიჟეა. ერთ დღეს ვიღაც ერთზე ამბობენ, მეორე დღეს - სხვაზე. ხვალ ვინ იქნება? ეს არის ის, რაც მაინტერესებს. ძალიან სასაცილოა ეს ყველაფერი ჩემთვის. საოცარი ისტორიებია. ძალიან სასაცილოა. უბრალოდ, ჩემი ცხოვრებით ვცხოვრობ". 

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

GAME OF THRONES-ის მერვე სეზონის მეოთხე სერიის თრეილერი გამოქვეყნდა (ვიდეო)

კომენტარები