საგანგებო ურთიერთობების მართვის სამსახური

აღმაშენებელზე "ფარმადეპოს" აფთიაქში ელექტროგამანაწილებელს კვამლი გაუჩნდა

ხატია ღოღობერიძე / ტაბულა

თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე "ფარმადეპოს" აფთიაქში ელექტროგამანაწილებელს კვამლი გაუჩნდა. 

ტაბულას რეპორტიორის ცნობით, ადგილზე ამ დროისთვის ერთი სახანძრო-სამაშველო მანქანაა მობილიზებული. 

საგანგებო ურთიერთობების მართვის სამსახურის ცნობით, მათ საქმე რეაგირებისთვის "თელასს" გადასცეს. 

დამატებით ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

 

კომენტარები