1965 წლის თებერვალში ჟურნალმა LIFE-მა ექსტრაორდინალური ფოტო ესსე გამოაქვეყნა, რომელიც ნიუ-იორკში მცხოვრებ ორ ჰეროინ დამოკიდებულ ადამიანზე, ჯონსა და კარენზე, იყო. ფოტოები ცნობილმა ფოტოგრაფმა, ბილ ეპრიდჯმა, გადიღო. ტექსტი კი ჟურნალის რედაქტორს, ჯეიმს მილს, ეკუთვნოდა.
ფოტო ესსემ, სახელწოდებით "ორი სიცოცხლე, რომელიც ჰეროინს შეეწირა", ჟურნალის მკითხველების გაოგნება გამოიწვია, რადგან ის არამხოლოდ ჯონისა და კარენის, არამედ კიდევ ათასობით ამერიკელის ცხოვრებას აღწერდა.
ეპრიდჯის ფოტო ესსე დღემდე ერთერთი ყველაზე აღიარებული და ამავდროულად კონტრავერსულია მათ შორის, რაც ოდესმე LIFE-ს დაუბეჭდავს. მისი ფოტოები და მილსის ტექსტი 1971 წელს გადაღებული ფილმის "Panic in Needle Park"-ის საფუძველი გახდა, რომელშიც მთავარ როლებს ალ პაჩინო და კიტი უინი ასრულებენ.
დაათვალიერეთ ფოტოები: