ჟურნალი Playboy

როგორ გამოიყურებიან და რას ამბობენ ქალები, რომლებიც 60-70-იან წწ-ში PLAYBOY-ს ამშვენებდნენ




ჟურნალ Playboy-ს მოდელები მათი სილამაზითა და არაჩვეულებრივი სხეულის ფორმებით გამოირჩევიან, თუმცა როგორც ყველა სხვა, ასაკთან ერთად ისინიც ბერდებიან. 

New York Magazine-მა გამოქვეყნა იმ ქალების სერია, რომლებიც 1960-70-იან წლებში ჟურნალის გარეკანს აჩვენებდნენ. მათ ქალები კვლავ ფოტო მოდელებად აქციეს და მათთან ინტერვიუები ჩაწერეს, სადაც Playboy-ში მათ გამოცდილებაზე ეკითხებოდნენ. 

დოლორეს დელ მონტე - მის მარტი, 1954



"მე Pin-Up მოდელი ვიყავი, 2-ნაწილიანი საცურაო კოსტუმი მეცვა. ერთხელაც კალენდარისთვის ვიღებდით ფოტოებს, როდესაც პროდიუსერი მოვიდა, ხალათი მომაწოდა და მითხრა "როცა გახდას მორჩები, გამოდი". მე გავიფიქრე, მაინც ვის უნდა ენახა ეს ფოტო? შიშველი გოგონების კალენდარი ჩემს ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ მქონდა ნანახი რომელიღაც ავტოფარეხში. მოგვიანებით, მათ შემატყობინეს, რომ ამ ფოტოს გამოყენება ჟურნალში უნდოდათ, თუმცა მეგონა, რომ რომელიღაც სხვა ფოტოს გამოიყენებდნენ, რადგან იქ საცურაო კოსტუმი მეცვა, რომელიც ბოლომდე იყო ამოჭრილი. ახლა ძალიან ამაყი ვარ იმ ფოტოთი. ის ჩემს სახლში კიდია და დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ ძალიან ბევრი ადამიანის". 

ლორა ოლდრიჯი - მის თებერვალი, 1976 



"კაცების უმეტესობას არ ადარდებდა, რა ტრიალებდა ჩემს თავში. მგონია, რომ მათ ჩემთან მხოლოდ სექსი უნდოდათ. მე უბრალოდ Playboy-ს მოდელი ვიყავი და მათ თვითშეფასება უმაღლდებოდათ ჩემთან ყოფნით. ჩემი ყოფილი ქმარი [ალან ოლდრიჯი, რომელიც The Beatles-ისთვის გრაფიკულ დიზაინს ქმნიდა] ერთადერთი კაცი იყო, ალბათ, სამყაროში, რომელიც თვლიდა, რომ Playboy მაგარი არ იყო. ის თვლიდა, რომ ჰიუ ჰეფნერი ქალებს ექსპლუატაციას უწევდა. როდესაც ჩემი უფროსი ქალიშვილი ლილი 10 წლის გახდა, მან მამის ოთახში Playboy იპოვა, ამიტომაც, მას ვუთხარი, რომ Playboy-ს მოდელი ვიყავი. მან მკითხა, თუ შეიძლებოდა ენახა ჩემი ფოტოები. 30 წუთის შემდეგ მე კარზე დავუკანონე, ის ტელევიზორს უყურებდა. ვკითხე, რას ფიქრობდა ამის შესახებ და მან მიპასუხა, რომ კარგი ფოტოებია. ახლა ჩემი ორივე ქალიშვილი სუპერ მოდელია. ლილი Victoria's Secret-ის ანგელოზია. მათ მიზანს თავდაჯერებით მიაღწიეს". 

მერლინ კოლ ლოუნსი - მის იანვარი, 1972 



"ჩემი მეგობარი ლონდონში მიდიოდა იმ ქალაქიდან, რომელშიც მე კლერკად ვმუშაობდი. მან მითხრა, რომ ლონდონში ერთი კლუბია, სადაც უბრალოდ, უნდა გაიღიმო და ამით ძალიან ბევრ ფულს იშოვი. ინტერვიუსთვის ერთადერთი რაც უნდა გაგეკეთებინა, საცურაო კოსტუმის მიტანა იყო. ჩემმა მომავალმა ქმარმა [ვიქტორ ლოუნსი, Playboy-ის ლონდონის კლუბის მენეჯერი] რიგში ჩემამჩნია. ამ საქმიანობას დადებითი ის ახლდა, რომ საკმარისი ფული გვქონდა ჩანთაში იმისთვის, რომ თვითმფრინავში ავსულიყავით და სადმე გავფრენილიყავით, თუკი ასე მოგვინდებოდა. ჩვენივე სასმლის ფულის გადახდა შეგვეძლო Trader Vic-ში და შეგვეძლო წავსულიყავით ნებისმიერ კლუბში და ამ ყველაფერს ჩვენი ფულით ვაკეთებდით და ეს გვაძლევდა ძალაუფლებისა და თავისუფლების შეგრძნებას". 

ჰელენა ანტონაჩიო - მის ივნისი, 1969



"სკოლის უმაღლესი კლასების დასრულების შემდეგ, ნიუ-იორკში სამოდელო სკოლაში წავედი. ისინი თვლიდნენ, რომ მე ძალიან ქალწულისებრი და არასაკმარისად სექსუალური ვიყავი, თუმცა მე Playboy-ის კლუბში სამსახური ვიშოვე. ვიცოდი, რომ ეს ჟურნალში მოსახვედრად საუკეთესო გზა იყო. ღმერთო, მე ბაჭიების საწვრთნელ სკოლაშიც კი არ მივლია. როდესაც შენ Playboy-ში ხვდები, შენი პირადი მოსამსახურე გყავს და ქალაქში ლიმუნიზით გატარებენ და ყველაფერს გილაგებენ. ეს არაჩვეულებრივია. მე დღემდე დღის განმავლობაში 3 საათი ვვარჯიშობ. ჩემს ახალ წიგნს ჰქვია "Helena, the Ultimate Ageless Pinup", რომელშიც ჩემი 50-60-იანი წლების ფოტოები შევა. მე საკუთარ თავს დღემდე არ ვთვლი სექსუალურ ქალად, რადგან ეს მხოლოდ ფანტაზია და სარკეებია".

ქენდის ჯორდანი - მის დეკემბერი, 1979



"მე სტიპენდია მქონდა St. Louis-ის უნივერსიტეტში, თუმცა ეს სიკვდილამდე მოსაწყენად მეჩვენებოდა და ამიტომაც, დავიფიცე, რომ სხვა გზას ვიპოვიდი. ჩემმა მეგობარმა გოგომ მითხრა, რომ St. Louis-ის Playboy-ის კლუბმა მიღება გამოაცხადა. მე დედმამიშვილები არ მყოლია, ამიტომაც ის გოგონები ჩემთვის ნამდვილი დებივით იყვნენ, რომლებიც არასდროს მყოლია. ფემინისტები ამბობენ "არც კი მჯერა, რომ საკუთარი თავის განივთებას ეწევი", რაზეც მე ვპასუხობ "როგორ ფიქრობ, შუბლზე იარაღმიდებულები მაძალებდნენ ამის კეთებას? არა, ეს ჩემი თავისუფალი არჩევანი იყო და სწორედ ეს არის ის, რასაც ქალის თავისუფლება ნიშნავს". Playboy-ს შემდეგ მოდელად ვმუშაობდი და ტომ კრუზთან ერთად "სახიფათო საქმეშიც" ვმონაწილეობდი. მე ერთერთი სექსმუშაკის როლს ვასრულებდი. ბევრი ჩვენგანი დღემდე არიგებს ავტოგრაფებს. Playboy-ის ფანები ძალიან, ძალიან პატივსაცემი ხალხია".

ჯანეტ ლუპო - მის ნოემბერი, 1975

 


"მე ნიუ-ჯერსიში მდებარე Playboy-ის კლუბში ვმუშაობდი. ეს ოჯახური ადგილი იყო! ჩვენ ძალიან ბევრ ბავშვს ვემსახურებოდით. სწორედ აქ მივიღე შეთავაზება, ფოტო მოდელი გავმხდარიყავი ჟურნალისტვის. ჩემი Playboy-ის გადაღება მხოლოდ ნახევრად შიშველმა დავიწყე. მე ბებიის თეთრეული მეცვა. ერთხელაც კი ხალათი ჩამომძვრა და ფოტოგრაფმა პომპეო პოუზარმა ფოტოების გადაღება მაინც გააგრძელა. მეორე დღეს ფოტოები მაჩვენა და მითხრა: "ხედავ? არც ბინძურია ეს ფოტოები და არც ცუდია". მე კი ვუპასუხე, რომ მართალი იყო და ასეთი ფოტოების გადაღება შეგვეძლო. პომპეომ ჩემი გული სამუდამოდ მოიგო. ის ადამიანურად მელაპარაკებოდა. ეს ჩემი ფოტოა, მაგრამ არ მგონია, რომ ამ ფოტოზე მე ვარ. უბრალოდ, ვერ ვხსნი ამას. თუმცა, ერთი რამ დაზუსტებით ვიცი, რომ ეს ფოტო ძალიან ცნობილი იყო".

კომენტარები