თბილისის ქუჩები, რომლებსაც 11 მარტს ელექტრომომარაგება შეუწყდება

Reuters

დღეს, 11 მარტს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება, თელასი მიზეზად გეგმურ სამუშაოებს ასახელებს. 

სამგორის რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 III, IIIა მიკრორაოინების, ვარკეთილის დასახლების IV მიკრორაიონის II რიგის, ვაზისუბნის დასახლების (ნაწილობრივ) და თაყაიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I, IV, X კვარტლების, ვარკეთილი-3 ზემო პლატოს, ვარკეთილი-3 ,,დ’’ ქუჩის, ვარკეთილის მასივის X კვარტლის, მერვე ლეგიონის დასახლების, სამხედრო დასახლების, აეროდრომის დასახლების I ქუჩის, კახეთის გზატკეცილის, მოსკოვის გამზირის, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ბოგდან ხმელნიცკის (ნაწილობრივ), აბაშვილის, კალოუბნის, საცხენისის, ლაღიძის, რამიშვილის, შუამთის, ჩაჩუას, თრიალეთის, ლორთქიფანიძის და წულუკიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრავეიშვილის, ჩიტაძის, კირილე უკლებას, მოსიძის, კოტეტიშვილის, ასათიანის, მთაწმინდის, ინგოროყვას, ყიფიანის, არსენას, ვეძინის და ბესიკის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრომშენის დასახლების (ნაწილობრივ), ყვარლის, რატილის, ტოლენჯის, ამირეჯიბის, ტვიშის, წალენჯიხის, გეზათის, მიქელაძის, მთისძირის, მესხეთის და უშაკოვის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქერჩის, იპოლიტოვ-ივანოვის და ხიზანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები