ავიაკატასტროფა

ეთიოპიის ავიახაზების Boeing 737 Max 8-ის ჩამოვარდნის შემდეგ ჩინეთმა ამ მოდელის ფრენები გააუქმა

gettyimages

ეთიოპიის ავიახაზების კუთვნილი Boeing 737 Max 8-ის მიერ განცდილი ავიაკატასტროფის გამო ჩინეთმა ადგილობრივი ავიახაზების, რომელიც ამავე მოდელს იყენებენ, ფრენები შეაჩერა. ჩინეთის გარდა ფრენები გადადო ეთიოპიამ და კაიმანის კუნძულებმაც.

ეთიოპიის ავიახაზების თვითმფრინავი კვირას, აფრენიდან რამდენიმე წუთში ჩამოვარდა. დაიღუპა ბორტზე მყოფი 157-ვე ადამიანი. ეს ბოლო ხუთი თვის განმავლობაში Boeing 737 Max 8 ტიპის თვითმფრინავის მიერ განცდილი მეორე ავიაკატასტროფაა. ოქრომბერში Lion Air-ის ავიახაზების კუთვნილი თვითმფრინავი, აფრენიდან მალევე, ინდონეზიაში ჩამოვარდა. ავიაკატასტროფას 189 ადამიანი ემსხვერპლა.

ჯერ-ჯერობით უცნობია რამ გამოიწვია ეთიოპიის ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოვარდნა.

ჩინეთში მსგავსი მოდელის 90-მდე თვითმფრინავი China Eastern-ის და China Southern-ის ავიახაზებს ჰყავთ. ისინი ადგილობრივი რეისებისათვის გამოიყენება. ამ მოდელის თვითმფრინავები ჰყავთ Southwest-ის ამერიკის და Air Canada-ის ავიახაზებსაც, თუმცა მათ ფრენები არ გადაუდიათ და თქვეს, რომ ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზების თაობაზე გამოძიებას დააკვირდებიან და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებენ.

Boeing-ში ამბობენ, რომ ავიაკატასტროფის გამო ძალიან დამწუხრებული არიან და გამოძიებას ტექნიკური კუთხით დაეხმარებიან.

კომენტარები