არიზონას შტატი

აშშ-ში ქალმა ზოოპარკში ბარიერი ფოტოს გადასაღებად გადალახა, რა დროსაც იაგუარი თავს დაესხა

0 კომენტარი

არიზონის ზოოპარკში უკეთესი და ახლო კადრის გადასაღებად ქალმა ბარიერი გადალახა, რის შემდეგაც იაგუაირი მას თავს დაესხა.

ქალს ჭრილობები მკლავსა და ხელზე ჰქონდა. იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ მიუღია.

ინციდენტის შემდეგ ზოოპარკის ადმინისტრაციამ საკუთარ ტვიტერის გვერდზე დამთვალიერებლებს სთხოვა დაიცვან წესები და გაიაზრონ, თუ რატომ არის ცხოველებთან ბარიერები.

მათივე ცნობით, იაგუარს აღნიშნული თავდასხმის გამო საფრთხე არ დაემუქრება, რადგან ეს მისი ველური ბუნებაა, სწორედ ამიტომაა ბარიერები საჭირო ადამიანებსა და ველურ ცხოველებს შორის.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბიზნესმენების გატაცებისა და ფულის გამოძალვისთვის 4 ახალგაზრდა კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები