ინციდენტი ინგლისის პრემიერ ლიგაში

"არსენალის" გულშემატკივარი "მანჩესტერ იუნაიტედის" მცველს თავს დაესხა (ვიდეო)

ლონდონის "არსენალისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" მატჩისას, მოედანზე მამაკაცი შეიჭრა, სტუმართა ფეხბურთელ კრის სმოლინგს ხელი კრა, შემდეგ კი არსენალის ფეხბურთელებთან მიირბინა და მათთან ერთად აღნიშნა მეორე გოლი მანჩესტერელთა კარში. ლონდონის პოლიციის განცხადებით, მამაკაცი დაკავებულია და გამოძიება დაწყებულია.

აღნიშნული მატჩი "არსენალმა" საშინაო მოედანზე 2:0 მოიგო. "იუნაიტედში" ოლე გუნარ სოლსკიაერის დანიშვნის შემდეგ, ეს მანჩესტერელთა პირველი მარცხია.

მსგავსი ინციდენტი რამდენიმე დღის წინ ინგლისის რანგით მეორე ლიგაშიც მოხდა, როდესაც ბირმინგემული დერბის დროს მამაკაცი მოედანზე შეიჭრა და ასტონ ვილას ფეხბურთელს მუშტი მოუქნია.

კომენტარები