ხელოვნება

5 საუკეთესო გამოფენა მსოფლიოს მასშტაბით

ვან გოგის მუზეუმი

მარტში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მრავალი მნიშვნელოვანი გამოფენის ნახვა შეიძლება. 

My Modern Art-მა მათგან 5 ყველაზე აღმაფრთოვანებელი შეარჩია. 

ჰოკნი - ვან გოგი - ბუნების სიხარული, ამსტერდამი, ვან გოგის მუზეუმი

ინგლისელი ხელოვანის, დევიდ ჰოკნის გამოფენა ამსტერდამში, ვან გოგის მუზეუმში. აქ მხატვრის 120 ნამუშევარია გამოფენილი, მათ შორის ნახატები, iPad-ში შექმნილი ნახატები, ვიდეოები, პრინტები და ცნობილი დიდი პეიზაჟები. 

ჰოკნის ხელოვნებაზე ვან გოგმა დიდი გავლენა მოახდინა, თუმცა, ამ დრომდე ეს ორი მხატვარი ერთმანეთთან არავის დაუკავშირებია. 

"ეს პირველი გამოფენაა, რომელშიც ჩანს, რამხელა გავლენა მოახდინა ვან გოგმა მის ნამუშევრებზე. ჩვენთვის უდიდესი პატივია, მსგავსი გამოფენის მასპინძლები ვიყოთ", - თქვა ალექს რუჟერმა, მუზეუმის დირექტორმა. 

გამოფენის დათვალიერება 2019 წლის 26 მაისამდე იქნება შესაძლებელი. 

გენჯის ზღაპარი: იაპონური კლასიკა ნიუ იორკის მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში

გენჯის ზღაპარი მე-11 საუკუნეშია შექმნილი და ის იაპონურ კულტურაში ღრმად ჩახედვის საშუალებას იძლევა. გენჯის ზღაპარი დიდ პატივისცემას იმსახურებს მისი იუმორის და დასამახსოვრებელი პერსონაჟების გამო, ხშირად გამხდარა სხვა ხელოვანების მუზაც. 

სწორედ ამიტომ, გენჯის მემკვიდრეობის სახით, მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმი და ორგანიზაცია იაპონური ფონდი წარმოგვიდგენს გამოფენას "გენჯის ზღაპარი: იაპონური კლასიკა". 

გამოფენა ნიუ იორკში 2019 წლის 16 ივნისამდე იქნება წარმოდგენილი. 

შავკანიანი მოდელები ორსეის მუზეუმში

როგორ ხატავდნენ შავკანიან ადამიანებს საუკუნეების განმავლობაში - სხვადასხვა დიდი მხატვრის მიერ შესრულებული პორტრეტები, თეოდორ გერიკადან პოლ სეზანის და ჰენრი მატისის ჩათვლით 21 ივლისამდე ორსეის მუზეუმშია გამოვენილი. დამთვალიერებელს ასევე შეუძლია ნახოს სხვადასხვა ხელოვანის მიერ შესრულებული სკუპლტურა და ფოტოები. 

View this post on Instagram

Du 4 au 7 avril 2019, @abdalmalikmusic est l’invité du musée d’Orsay. À l’occasion de l’exposition "Le modèle noir de Géricault à Matisse" (26 mars - 21 juillet 2019), le célèbre poète, rappeur, slameur et essayiste y présentera sur la scène de l’auditorium son nouveau spectacle inspiré du tableau "Le Jeune Noir à l’épée" (1850) de Puvis de Chavannes et conçu avec le chorégraphe burkinabé Salia Sanou. 🎟 Réservations sur Fnac.com (lien dans la bio) . 📚💿 De cette rencontre est également né un livre-CD retraçant l’histoire du "Jeune Noir à l’épée". . "L'histoire de ce jeune noir est entrecoupée, fractionnée. C'est une rébellion rythmée, déclamée, rappée, slamée et chantée sur une musique noire, blanche, métisse, ancienne et moderne, faite de fragments mélodiques, d'échantillons musicaux disparates, dont la mise en relation accidentelle et inattendue verra surgir, contre toute attente, du nouveau et de l'harmonieux. Ceci comme allégorie du cheminement du jeune noir de cette histoire et de ces nouvelles générations, dont je fais partie, nées en Europe et dont les racines s'originent sur le continent africain ancestral." (Abd Al Malik). . Spectacle produit par @decibelsprod en partenariat avec le @theatredelaville_paris. Ouvrage coédité par @presenceafricaine, le musée d’Orsay et @flammarionlivres. . #hiphop #artcontemporain #peinture #poesie #rap #litterature #slam #dansecontemporaine #abdalmalik #modelenoir #museedorsay #museeorsay #orsaymuseum #artmuseum #artgallery #fineart #beauxarts #artexhibition #art #museum #painting #exposition #exhibition . Photo : © Fabien Coste

A post shared by Musée d'Orsay (@museeorsay) on

რემბრანტის პორტრეტები ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტში 

რემბრანდტი დიდი სკულპრორის, ავგუსტ როდენის მიერ ხელოვნების კოლოსად, ვან გოგის მიერ კი ჯადოქრად იყო შეფასებული. რემბრანდტის მიერ შესრულებული პორტრეტები - მოხუცი ოქროს ჯაჭვით, ახალგაზრდა ქალი ნახევრად ღია კარში ად სხვა 9 ივნისამდე ჩიკაგოს მუზეუმშია გამოფენილი. 

ლეონარდო და ვინჩი ცხოვრება ნახატებში - დიდი ბრიტანეთის მუზეუმები

ლეონარდო და ვინჩი 1519 წლის 2 მაისს გარდაიცვალა. 

მისი გარდაცვალების 500 წლისთავთან დაკავშირებით 12 მუზეუმი მთელი ბრიტანეთის მასშტაბით მისი 144 ნამუშევრის გამოფენებს მასპინძლობენ. 

კომენტარები