აშშ

აშშ-ში მათემატიკის პროფესორი ლექციის მიმდინარეობისას სტუდენტს ბავშვის მოვლაში დაეხმარა

0 კომენტარი

სალექციო დროს სტუდენტმა ვეინ ჰაიერმა ბავშვის მომვლელად ვერავინ ნახა და ლექციაზე თავის შვილთან ერთად წასვლა გადაწყვიტა. ჰაიერი არის სტუდენტი, რომელიც ორ სამსახურში მუშაობს, ჩართულია სკოლის სხვადასხვა პროგრამაში და ამავდროულად არის მშობელი.

მან პროფესორს ბავშვის ლექციაზე მიყვანის მიზეზი აუხსნა, პროფესორ ნათან ალექსანდერმა კი ლექციის მიმდინარეობისას ბავშვის მოვლა შესთავაზა. პროფესორის თქმით, ასე სტუდენტი ყურადღებით მოისმენდა ლექციას.

ბავშვის მოსავლელად ჰაიერი ლექციებიდან ხშირად ადრე მიდიოდა. პროფესორმა კი ბავშვის ლექციაზე წამოყვანის ნებართვა დართო და მას დახმარება შესთავაზა.

პროფესორი ალექსანდერი ჯორჯიის შტატში, ატლანტში მორჰაუსის შავკანიან მამაკაცთა თავისუფალი ხელოვნების კოლეჯში ასწავლის. მორჰაუსის კოლეჯი დაამთავრა მართინ ლუთერ კინგმა.

ლექტორისა და ბავშვის სურათი სოციალურ მედიაში მალევე გახდა პოპულარული.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: მაღალტემპერატურულ ღუმელში 55 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გავანადგურეთ (VIDEO)

კომენტარები