ტოჩინოშინის მარცხი

ტოჩინოშინმა ჰარუ ბაშოზე კიდევ ერთი ბრძოლა წააგო (ვიდეო)

ჰარუ ბაშოს მესამე საშეჯიბრო დღეს ქართველმა სუმოტორმა ტოჩინოშინმა მორიგი ბრძოლა ჩაატარა და დამარცხდა. 

ლევან გორგაძე კომუსუბი ჰოკუტოფუჯის შეხვდა, ვისთანაც აქამდე ბალანსი 2:2-ზე ჰქონდა. ჰოკუტოფუჯიმ ქართველი დოჰიოდან ოშიდაშის ილეთით გადაიყვანა.

ამ მარცხის შემდეგ, ტოჩინოშინს მიმდინარე ტურნირზე ბალანსი 1:2-ზე გაუხდა.

გორგაძის მომდევნო მეტოქე მაეგაშირა ნიშიკიგი იქნება, რომელსაც სულ 5-ჯერ შეხვდა და აქედან 3-ჯერ გაიმარჯვა.

კომენტარები