დევიდ ბექჰემი ფარულ კამერაში

დევიდ ბექჰემი ამერიკული ტელეშოუს ფარულ კამერაში გაება (ვიდეო)

ცნობილი ამერიკული ტელეშოუ The Late Late Show with James Corden-ი ლეგენდარულ ინგლისელ ფეხბურთელს - დევიდ ბექჰემს გაეხუმრა. ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი ფარულ კამერაში გაება.

MLS-ის ახალი სეზონის დაწყებამდე, ბექჰემის ყოფილმა კლუბმა "ლოს ანჯელეს გელექსიმ" ინგლისელს ძეგლი დაუდგა. სანამ ეს მოხდებოდა, ძეგლის გახსნის იმიტაცია The Late Late Show with James Corden-ის გადამღებმა ჯგუფმა გაათამაშა და შედეგად, ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული გადაცემა მომზადდა.

[video:https://www.youtube.com/watch?time_continue=582&v=bF014EUJrSI]

კომენტარები