სტივენ ჰოკინგი

დიდ ბრიტანეთში სტივენ ჰოკინგის პატივსაცემად მონეტა გამოუშვეს

დიდი ბრიტანეთის სამეფო მონეტის ცენტრმა ცნობილი მეცნიერის სტივენ ჰოკინგის საპატივცემულოდ მონეტა გამოუშვა. 

ამით ჰოკინკი იმ მეცნიერთა იმ მცირე ელიტარულ ჯგუფს შეუერთდა, რომლის სახელზეც მონეტებია გამოშვებული. მათ შორისაა სერ ისაკ ნიუტონი და ჩარლზ დარვინი. 

დიზაინერი ედვინა ელისია. მან 50 პენზე შავი ხვრელი გამოსახა, რომელზეც ჰოკინგი მთელი ცხოვრების განმავლობაში მუშაობდა. 

მონეტის ცენტრში მეცნიერის შვილი ლუსი ჰოკინგი მივიდა. მისი თქმით, ეს დიდი პატივია და იმედოვნებს, რომ მამამისიც კმაყოფილი იქნებოდა ისეთი გენიალური მეცნიერების გვერდით ყოფნა, როგორიც ნიუტონი და დარვინია

ფიზიკოსი და კოსმოლოგი სტივენ ჰოკინგი 2018 წლის მარტში, 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

კომენტარები