უკრაინა

პეტრო პოროშენკო: უკრაინამ კულტურული ოკუპაციისგან თავი გაითავისუფლა

Office of President

უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს თქმით, 2014 წლის შემდეგ ქვეყანა კულტურული ოკუპაციისგან გათავისუფლდა, რაც ფიზიკურ ოკუპაციაზე არანაკლებ სახიფათოა.

"უკრაინამ თავი გაითავისუფლა კულტურული ოკუპაციისგან და უკრაინული ენა უკრაინელი მოქალაქეების ყოველდღიურობას დაუბრუნდა. გასულ ხუთ წელში უკრაინულმა ენამ, სიმღერებმა, წიგნებმა და ფილმებმა უკრაინელების გულებში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა", - თქვა მან ტარას შევჩენკოს ეროვნული პრიზის დაჯილდოების ცერემონიაზე.

შევჩენკოს დაბადების 205-ე წლისთავი უკრაინაში 9 მარტს აღნიშნეს.

პრეზიდენტის თქმით, უკრაინულმა ენამ საბოლოოდ დაიკავა მისი სათანადო ადგილი, ისე, რომ სხვა ენებზე მოსაუბრეების უფლებები არავის დაურღვევია.

პოროშენკომ აღნიშნა, რომ უკრაინაში უკრაინული ენა გადასაჩენი იყო, მოქალაქეებმა კი ეს დამცირება შეაჩერეს. მისი თქმით, "უკრაინას აქვს ამბიცია მსოფლიოს წარუდგინოს თავისი კულტურა და ენა ისე, რომ ყველამ დააფასოს მისი სილამაზე და სიძლიერე".

კომენტარები