საქართველოს საელჩო

არაბთა გაერთიანებულ საემიროებსა და ვიეტნამში საქართველოს საელჩოები გაიხსნება

noflytripping.wordpress.com

არაბთა გაერთიანებულ საემიროებსა და ვიეტნამში საქართველოს საელჩობი გაიხსნება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომამდე გამართულ ბრიფინგზე თქვა. 

ბახტაძის თქმით, მთავრობის ეკონომიკური სტრატეგიისა და საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, რომ გლობალურ ეკონომიკაში საქართველოს უფრო ეფექტური ინტეგრაცია მოხდეს.

"მიმდინარე წელს საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობათა რიცხვს დაემატება კიდევ ორი საელჩო, არაბთა გაერთიანებულ საემიროებსა და ვიეტნამში. ჩვენ ვხედავთ განსაკუთრებულ პოტენციალს ყურის ქვეყნებთან თანამშრომლობაში, ისევე, როგორც აზიის ქვეყნებთან, რომელთა ეკონომიკაც იზრდება ყველაზე სწრაფი ტემპებით", - ამბობს ბახტაძე. 

კომენტარები