საუდის არაბეთი

საუდის არაბეთში თვითმფრინავს უკან დაბრუნება მოუხდა, რადგან მგზავრს ბავშვი აეროპორტში დარჩა

PA

თვითმფრინავი, რომელიც საუდის არაბეთის ქალაქ ჯედადან მალაიზიაში მიფრინავდა აეროპორტში დაბრუნდა, რადგან მგზავრს ბავშვი აეროპორტში დარჩა.

თვითმფრინავის, რომელიც უკვე კუალა ლუმპურისკენ მიფრინავდა, პილოტი აეროპორტს დაუკავშირდა და უთხრა, რომ ბორტზე ქალი იყო, რომელიც ამბობდა, რომ შვილი აეროპორტში დარჩა და გზის გაგრძელებაზე უარს აცხადებდა.

საბოლოოდ თვითმფრინავს მეფე აბდულაზიზის აეროპორტში დაბრუნების უფლება მისცეს. აეროპორტში ამბობენ, რომ ეს მსგავსი პირველი შემთხვევაა და აქამდე თვითმფრინავები უკან მხოლოდ ტექნიკური გაუმართაობის ან მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დაბრუნებულან.

კომენტარები