აშშ

აშშ-ში ბიჭი ფულს ორი წელი აგროვებდა, რათა მეგობრისთვის შშმ პირის ელექტრო ეტლი ეყიდა

0 კომენტარი
ფოტო: CNN.com

აშშ-ის შტატ არკანზასში სკოლის მოსწავლე, ტანერ უილსონი ფულს ორი წლის განმავლობაში აგროვებდა, რათა მისი მეგობრისთვის ბრენდონ ქუალსისთვის შშმ პირისთვის განკუთვნილი ელექტრო ეტლი ეყიდა.

ბრენდონ ქუალსი წლების განმავლობაში ხელით სატარებელ ეტლს იყენებდა, რაც მისთვის მტკივნეული და დამღლელი იყო.

"ხელები ძალიან მეღლებოდა", - უთხრა ბრენდონმა News9 TV-ის.

ტანერ უილსონმა სკოლასთან შეთავსებით მანქანების ნაწილების მაღაზიაში დაიწყო მუშაობა, რათა ელექტრო ეტლისთვის ფული მოეგროვებინა - მას ამისთვის ზუსტად ორი წელი დასჭირდა.

ბრენდონ ქუალსი იხსნებეს, რომ მას ტანერმა ეტლი მისი კლასელების თანდასწრებით აჩუქა და ეს ძალიან ამაღელვებელი მომენტი იყო.

"მე ყველგან ვტიროდი და ვერ ვიჯერებდი რომ მან ეს ჩემთვის გააკეთა. ჩემი ოცნება იყო, რომ ელექტრო ეტლი მქონოდა და ის ახდა", - თქვა ბრენდონ ქუალსმა.

როდესაც CNN-მა ტანერ უილსონს კითხა, რატომ აჩუქა მან ეტლი მეგობარს, ტანერმა უპასუხა რომ ბრენდონ ქუალსი ყოველთვის, ყველა მომენტში მის გვერდით იყო.

"ის ძალიან კარგი მეგობარია და მინდოდა რომ სიამოვნება მიეღო. ვიგრძენი, რომ მჭირდებოდა ეს გამეკეთებინა, ბრენდონი ყოველთვის ჩემს გვერდით იყო", - თქვა ტანერ უილსონმა.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ემზარ კვიციანი

კომენტარები