Gillette-ს რეკლამა

Gillette-ს ახალი კამპანია ჯარისკაცების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრირებაზე [video]

Gillette-ს მოკლე ვიდეო ასახავს სამხედრო მსახურებიდან საზოგადოებრივ ცხოვრებაში დაბრუნებული ჯარისკაცების ან ვეტერანების ყოველდღურ ცხოვრებასა და გამოწვევებს.

“Every Hero Sweats, Some Never Show it” - ეს არის კომპანიის მიერ წამოწყებული კამპანიის მთავარი სლოგანი.

კომპანიის განცხადებით, Gillette-ს სურდა მათი საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრირების პარალელურად - სამსახურის, ოჯახური ცხოვრებისა და სხვა ყოველდღიური გამოწვევების დაბალანსების სირთულეების ჩვენება.

კომპანია Gillette შეუერთდა არამომგებიან ორგანიზაციას Operation Homefront-ს და სამხედროების ოჯახებს 2.5 მილიონი დოლარის ღირებულების პროდუქტი გადასცა.

კომენტარები