ხორავას ქუჩის საქმე

სარალიძე: შსს-ში დღევანდელ შეხვედრას შედეგიანს ვერ დავარქმევდი

ანა კორკელია

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამამ ზაზა სარალიძემ შსს შენობის დატოვცების შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა და პასუხი ვერაფერზე მიიღო. 

მისი თქმით, მას და მის ადვოკატს შინაგან საქმეთა სამინისტროში არ შეუქმნეს სათანადო პირობები საქმის მასალების გასაცნობად.

"ვერ დავარქმევ ამას შედეგს იქიდან გამომდინარე, რომ მართლა არც ვიცოდი, რატომ მოვდიოდი შინაგან საქმეთა სამინისტროში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩემთვის არასდროს არ აუკრძალია საქმის მასალების გაცნობა და არასდროს არ მქონია შეფერხება. მე მჭირდება ყველა საქმის მასალა აბსოლუტურად, ეს გამოყოფილი იქნება, გადაყოფილი იქნება, ძირითადი იქნება თუ რა იქნება. აბსოლუტურად ყველაფერს რომ მოაგროვებენ ერთად, მერე დამიძახებენ და გავეცნობით, ასე რომ ვთქვათ, კონსპორაციულ ოთახს თუ რასაც ეძახიან თვითონ, წყნარად რომ დავჯდეთ ჩვენთვის. გამომძიებელს ვეკითხები, რამდენი ხანი მოუნდი ამ საქმის მასალების გაცნობას მეთქი და ორი კვირა დღე და ღამე ვკითხულობდიო. ახლა 1 საათში რომ ვერ გავეცნობი მასალას, ხომ ფაქტია"- ამბობს სარალიძე. 

კომენტარები