რუსული ოკუპაცია

მინისტრი ოკუპანტების ტყვეობაში საქართველოს მოქალაქის თვითმკვლელობაზე: დაიწყება გამოძიება

epn.ge

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის თქმით, გალში საქართველოს მოქალაქის სავარაუდო თვითმკვლელობასთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყება. მისი თქმით, "ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ჩვენთვის, რომ დადგინდეს ზუსტი და ობიექტური გარემოებები ამ ძალიან მძიმე ფაქტთან დაკავშირებით". სუს-ს ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო წარმომადგენლებმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელ ხაზს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ გალში 1990 წელს დაბადებულმა ირაკლი კვარაცხელიამ თავი მოიკლა. ის დე ფაქტო ხელისუფლების წარომადგენლებს ჰყავდათ დაკავებული.

"მყისიერად ამოქმედდა ჩვენ ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი და ყველა შესაბამისი უწყება უკვე გახლავთ ჩართული. ვესაუბრე ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, რომელიც არის ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარე, დღეს სამივე თანათავმჯდომარე იმყოფება საქართველოში, ხვალ მიემგზავრებიან სოხუმში და ბუნებრივია, ჩვენ გვქონდა საუბარი იმაზე, რომ მათი ვიზიტისას ეს იქნება ერთერთი მთავარი საკითხი. ამ საქმეთან დაკავშირებით აღძრული იქნება სისხლის სამართლის საქმე და გარემოებების დაზუსტების მიხედვით მოხდება საქმის კვალიფიკაცია" - თქვა ქეთევან ციხელაშვილმა და გარდაცვლილის ოჯახის წევრების მიმართ სამძიმარი გამოთქვა. 

კომენტარები