დაპირისპირება ქართულ ოცნებაში

კობახიძე: ჩატი არსებობს და გამოიყენება მხოლოდ მიღებული გადაწყვეტილების შესახსენებლად

0 კომენტარი

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ოცნების ყოფილი წევრების განცხადებები, თითქოს, პარტიაში არ არსებობდა კომუნიკაცია, სიმართლეს არ შეესაბამება. 

კითხვაზე, იმართება თუ არა პარტია ჩატის მეშვეობით, სადაც უმრავლესობის წევრები კონკრეტულ მითითებებს იღებენ, კობახიძე ამბობს, რომ ჩატი ნამდვილად არსებობს, რომელიც კომუნიკაციის დამატებითი საშუალებაა და გამოიყენება მხოლოდ მიღებული გადაწყვეტილებების შესახსენებლად

"ჩატი როგორ არ არსებობს, ჩატი აქვს ნებისმიერ პარტიას. ჩვენ გვქონდა კომუნიკაციის არაერთი ფორმატი გამოყენებული. ჩემი კაბინეტის კარი იყო ყოველთვის ღია ნებისმიერი დეპუტატისთვის და დღემდე ასეა. ნებისმიერი დეპუტატი ამას დაადასტურებს. როდესაც არის თხოვნა კომუნიკაციასთან დაკავშირებით, არანაირი პრობლემა არ არსებობს. რაც შეეხება ჩატს, გადაწყვეტილება მიიღება რაღაც ფორმით უმრავლესობაში და, როდესაც მიიღება ხოლმე გადაწყვეტილებები, ამ შემთხვევაში ბუნებრივია, ჩატი დამატებით გამოიყენება, რომ ეს მსჯელობის შედეგი შევახსენოთ უმრავლესობის წევრებს. ანუ შედგა რაღაცასთან დაკავშირებით მსჯელობა. ეს ინფორმაცია შეიძლება ჩატის მეშვეობით იცნობოდეს. მაგრამ ეს არის და ეს.",- ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე. 

ტაბულამ 22 თებერვალს გაავრცელა ინფორმირებული წყაროს ინფორმაცია, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ უმრავლესობის დეპუტატებს ბიძინა ივანიშვილის სახელით მესიჯი გაუგზავნა. მასში ეწერა, რომ ეკა ბესელიას ინიცირებული კანონპროექტის მხარდაჭერა ქართული ოცნების და საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას ნიშნავდა.

დეპუტატების ნაწილმა, ეს ინფორმაცია ტაბულასთან დაადასტურა.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ქრისტინე ბაგრატიონ-მუხრანელი

კომენტარები