ბესელია-კობახიძე

კობახიძე: ტყუილია, რომ მე ვაიძულებდი ბესელიას, ჩაენიშნა კომიტეტის სხდომა პარასკევს

http://cyc.ge

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ეკა ბესელიას არავინ აიძულებდა, რომ მოსამართლეთა საკითხთან დაკავშირებით სხდომა დაენიშნა.

კობახიძე ამბობს, რომ ყოფილი თანაგუნდელი იტყუება და საზოგადოების სიცრუეში შეყვანას ცდილობს.

კობახიძის თქმით შეხვედრებს სადაც მოსამართლეთა საკითხი განიხილებოდა, ათობით დეპუტატთან ერთად ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა. 

"სამწუხაროა, რომ არაერთი ტყუილი ისმოდა კონკრეტული ადამიანების მხრიდან. ერთ-ერთი მაგალითი არის ის, რომ, თითქოს, მე ვლობირებდი მოსამართლეთა სიას და მათ შორის ტყუილი ითქვა იმასთან დაკავშირებით, რომ, თითქოს, მე ვაიძულებდი ეკა ბესელიას, ჩაენიშნა კომიტეტის სხდომა პარასკევისთვის, საუბარია ახალი წლის პერიოდზე. საერთოდ სხვა მოვლენები ვითარდებოდა რეალურად ამასთან დაკავშირებით პარლამენტში. გვქონდა ჩვენ შეკრება უმრავლესობის. ათეულობით დეპუტატი ესწრებოდა ამ შეკრებას. იქ იყო საუბარი მათ შორის იმაზეც რომ შესაძლებელი იყო კომიტეტის დონეზე ამ საკითხის განხილვა, ასევე იქ იყო მსჯელობა რა სახით უნდა მიეღოთ გადაწყვეტილება დეპუტატებს. შეკრებას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც და იმ შეხვედრაზე განაცხადა ბატონმა ბიძინამ, რომ თავისუფალ შეხვედრაზე უნდა შემდგარიყო მოსამართლეებთან დაკავშირებით. ანუ საკითხი იყო ძალიან მკაფიო, გარკვეული და როდესაც ამ სიტუაციაში შენს გადადგომას უკავშირებ იმას, რომ, თითქოს, ვიღაც გაიძულებდა შენ, გინდა თუ არა, მოსამართლეთა საკითხის გატანას პლენარულ სხდომაზე, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებაში სიცრუეში შეყვანის მცდელობა,"-ამბობს ირაკლი კობახიძე. 

ეკა ბესელიამ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა 27 დეკემბერს დატოვა. მან გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესს დაუკავშირა. 

კომენტარები