მკვლელობის მცდელობა

ქალს შეყვარებულზე სამურაის ხმლით თავდასხმის გამო 19 წელი პატიმრობა მიუსაჯეს

31 წლის ქალს, ემილი ხავიერს შეყვარებულზე სამურაის ხმლით თავდასხმის გამო 19 წელი პატიმრობა მიუსაჯეს.

ქალმა შეყვარებულს თავდასხმის შედეგად დახლოებით 26 ჭრილობა მიაყენა - გაუტეხა რამდენიმე ძვალი, დაუზინა წვივები და მკლავები, გადაუტეხა ფეხისა და ხელის რამდენიმე თითი.

ემილი ხავიერი ალექს ლოველს ორი წლის განმავლობაში ხვდებოდა. მან პოლიციას უთხრა, რომ ის დიდი ხნის განმავლობაში გრძნობდა როგორ ღალატობდა შეყვარებული და  სწორედ ამიტომ დაგეგმა სამურაის ხმლით მასზე თავდასხმა.

ქალმა სამურაის ხმალი სპეციალურად თავდასხმისთვის შეიძინა - ის რამდენიმე თვის განმავლობაში გეგმავდა, როგორ უნდა დასხმოდა თავს შეყვარებულს. ერთ-ერთ დღეს სამურაის ხმალი და ორი პატარა დანა საწოლის ქვევით დამალა, დაელოდა როდის დაიძინებდა მისი შეყვარებული და მას თავს დაესხა.

თავდასხმის შემდეგ სასწრაფოს ქალმა დაურეკა, რადგან ეგონა რომ შეყვარებული კვდებოდა.

"მე ვუთხარი მას რომ მიყვარდა, მაგრამ ის მაინც ჩემს მოკვლას აპირებდა. მას აუცილებლად უნდა დაერეკა პოლიციასა და სასწრაფოში, თორემ მოვკვდებოდი", - თქვა ალექს ლოველმა.

კომენტარები