მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში

უკრაინის სასაზღვრო სამსახური: სააკაშვილს უკრაინაში არ შემოვუშვებთ, მას მოქალაქეობა არ აქვს

0 კომენტარი
ფოტო: კადრი პირდაპირი ეთერიდან

უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის უფროსი ამბობს, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტსა და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორ მიხეილ საკააშვილს უკრაინაში არ შეუშვებენ. 

ამის შესახებ ოლეგ სლობოდიანს მას შემდეგ დაუსვეს კითხვა, რაც სააკაშვილმა უკრაინის ერთერთ სატელევიზიო ეთერში თქვა, რომ 1 აპრილს, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე დღეს ის უკრაინაში ჩავა. 

სლობოდიანი სააკაშვილის საზღვარზე არშეშვების მიზეზად იმას ასახელებს, რომ ექსგუბერნატორს უკრაინის მოქალაქეობა არარ აქვს. 

"ეს პირი არ არის უკრაინის მოქალაქე და 2021 წლამდე არ არსებობს მისი უკრაინაში შემოსვლის საფუძველი,"- ამბობს სლობოდიანი BBC-ის უკრაინულ სამსახურთან ინტერვიუში. 

გადაცემაში, სადაც უკრაინაში დაბრუნებაზე ისაუბრა, მიხეილ სააკაშვილმა ელექტრონული წესით ნაყიდი ბილეთიც აჩვენა. 

"მე მაქვს ელექტრონული ბილეთი ამა წლის 1 აპრილით დათარიღებული. ვარშავიდან მე კიევში მივფრინავ, 14:05 საათზე (კიევის დროით), ხოლო დაშვებას კი ბორისპოლში ვაპირებ. ეს ბილეთი მე ავიღე იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ: პოროშენკო მეორე ტურს ვერ გადალახავს და მე ძალიან დარწმუნებული ვარ, რომ ამის შემდეგ არცერთი მესაზღვრე არ შეასრულებს მის ბრძანებას, არ შემიშვას მე უკრაინაში,"- თქვა სააკაშვილმა.

2018 წლის 12 თებერვალს მიხეილ სააკაშვილი უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა რესტორანში დააკავა და ჩარტერული რეისით, რეადმისიის ფარგლებში, პოლონეთში გაამგზავრა. 

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შალვა შავგულიძე

კომენტარები