ნარკოდანაშაული

RS: საფრანგეთის მოქალაქეს საქართველოში ნარკოტიკის შემცველი მედიკამენტები შემოჰქონდა

0 კომენტარი

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტ ვალეში, საფრანგეთის მოქალაქე ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების შემოტანას ცდილობდა.

"დ.ბ.-ს ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები (74 აბი), ეჭვის საფუძველზე, კუთვნილი ბარგების დათვალიერების შედეგად აღმოაჩნდა" - აცხადებს შემოსავლების სამსახური და აღნიშნავს, რომ საქმის მასალები შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.

გამოძიება საქართველოში ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები