ოკუპირებული გალი

ზალკალიანი კვარაცხელიაზე: ყველა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორს საქმის კურსში ჩავაყენებთ

საგარეო საქმეთა სამინისტრო

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის თქმით, ოკუპირებულ გალში ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების საკითხთან დაკავშირებით, ყველა საერთაშორისო პარტნიორს საქმის კურსში ჩააყენებენ. მისივე თქმით, მუშაობენ მომხდართან დაკავშირებით, დამატებითი ინფორმციის მისაღებად. 

"ინფორმაცია, რაც მოგვაწოდა ჩვენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ, არის ის, რომ მათ ხელთარსებული ინფორმაციით, ჩვენმა მოქალაქემ, ირაკლი კვარაცხელიამ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. ეს არის რა ინფორმაციაც ჩვენ გვაქვს. დამატებითი ინფორმაციები ამ გარემოებებთან დაკავშირებით იქნება დადგენილი და ბუნებრივია, ამის შესახებ ჩვენ ყველა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორს საქმის კურსში ჩავაყენებთ, ვმუშაობთ დამატებითი ინფორმაციის მისაღებადაც. რაც შეეხება კვარაცხელიას საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვენების საკითხს, მე არ მაქვს ინფორმაცია ამაზეც, რა თქმა უნდა, შესაბამისი სტრუქტურები არიან ჩართული და დამატებით ვაცნობებთ საზოგადოებას," - ამბობს ზალკალიანი. 

სუს-ის ინფორმაციით, ოკუპირებულ გალში საქართველოს მოქალაქემ თავი მოიკლა. ის დე ფაქტო ხელისუფლებას ჰყავდა დაკავებული. სუს-ი ამ ინფორმაციას დე ფაქტო აფხაზეთის წარმომადგენლების მხრიდან გაზიარებულ ცნობაზე დაყრდნობით ავრცელებს. 

 

კომენტარები