მიხეილ სააკაშვილი

"ბილეთი უკვე ავიღე"- მიხეილ სააკაშვილი პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას გეგმავს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, ის პირველ აპრილს კიევში გამგზავრებას აპირებს. ამის შესახებ მან დმიტრი გორდონთან ინტერვიუში ისაუბრა

სააკაშვილის თქმით, მას უკრაინაში დასაბრუნებელი ბილეთი უკვე ნაყიდი აქვს. სააკაშვილის თქმით, უკრაინის ამჟამინდელი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო 31 მარტს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში ვერ გაიმარჯვებს. მეტიც, ოდესის ყოფილი გუბერნატორი თვლის, რომ პოროშენკო მეორე ტურშიც კი ვერ გადავა.

"ვაპირებ, ჩავფრინდე ბორისპოლში. ეს ბილეთი ავიღე, ვინაიდან დარწმუნებული ვარ, რომ პეტრო პოროშენკო მეორე ტურში ვერ გადავა. როგორც კი, ის მეორე ტურში ვერ გადავა, დარწმუნებული ვარ, რომ არც ერთ მესაზღვრეს არ მოუნდება შეასრულოს მისი ბრძანება ქვეყანაში ჩემს არშეშვებასთან დაკავშირებით", -ამბობს სააკაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა 2017 წელს ჩამოერთვა. 

კომენტარები