ნიგერია

ნიგერიაში სკოლის შენობა ჩამოინგრა, მაშველები ნანგრევებში ბავშვებს ეძებენ

0 კომენტარი
ფოტო: Reuters

ნიგერიის ქალაქ ლაგოსში 3-სართულიანი შენობა ჩამოინგრა, რომელშიც კერძო სკოლაც იყო განთავსებული.

ამ დროისათვის მსხვერპლის შესახებ ცნობები არ ვრცელდება. ეძებენ ნანგრევებში მოყოლილებს, მათ შორის ბავშვებს.

ფოტო: Reuters

ნიგერიაში მშენებლობის რეგულაციების დარღვევის გამო მსგავი შემთხვევები ხშირია. 2016 წელს ეკლესიის ჩამონგრევას 100 ადამიანი ემსცვერპლა. იმავე წელს ლაგოსში 5-სართულიანი შენობის ჩამონგრევის შედეგად კი 30 ადამიანი დაიღუპა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წალკაში 85 წლის პირი დააყაჩაღეს და მოკლეს, შსს-მ 2 კაცი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები