მანჩესტერი - ბაიერნი

მანჩესტერი VS ბაიერნი - ლეგენდების მატჩი 1999 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის 20 წლის თავზე

26 მაისს ოლდ ტრაფორდზე ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი გაიმართება - მანჩესტერ იუნაიტედი მიუნხენის ბაიერნის წინააღმდეგ. 

მანჩესტერის შემადგენლობაში დევიდ ბექჰემი, პოლ სქოულზი და ნიქ ბათი ითამაშებენ, მწვრთნელი სექ ალექს ფერფიუსონი იქნება. 

ბექჰემმა ვიდეოც გაავრცელა, მასში ამბობს: 

"მე დავბრუნდები მანჩესტერში 26 მაისს, რათა ვითამაშო მიუნხენის ბაიერნის წინააღმდეგ".

თამაში 1999 წლის ლეგენდარული მატჩის 20 წლისთავთან დაკავშირებით ტარდება - 20 წლის წინ ჩემპიონთა ლიგის დრამატულ ფინალურ ბრძოლაში მანჩესტერმა ბაიერნი 2:1 დაამარცხა.

კომენტარები