აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

მიქაუტაძე სახ.დეპ-ის ანგარიშზე: NGO-ები სისტემატურად აპელირებენ ცრუ ინფორმაციაზე

"მნიშვნელოვანია, რა წყაროებზე დაყრდნობით ვრცელდება ინფორმაცია" - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს ეხმაურება და ამბობს, რომ NGO-ები სისტემატურად აპელირებენ "ცრუ ინფორმაციაზე".

"პირდაპირ არის დასკვნაში მითითებული ის წყარო, რაზე დაყრდნობითაც აკეთებენ ანგარიშის ავტორები ამ დასკვნებს. ეს წყარო არის ისევ და ისევ კოალიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც, გასაგები არის უკვე, რომ სასამართლო სისტემის მიმართ გამოთქვამენ ერთი და იგივე პრეტენზიებს.

ელექტრონული განაწილების სისტემა არის მითითებული [სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში] და მასში არსებული ხარვეზები და ეს თემა განხილული გვაქვს არაერთხელ და არცერთი მტკიცებულება იმისა, რომ ამ განაწილების პროგრამაში ჩარევის რაიმე ფაქტი არსებობს, არ ყოფილა წარმოდგენილი და ვერც იქნება, რადგან ასეთი ფაქტი არ არის, ამაზე აუდიტიც იყო ჩატარებული თავის დროზე, თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან მაინც სისტემატურად ხდება აპელირება ამ ცრუ ინფორმაციაზე, მნიშვნელოვანია, რა წყაროებზე დაყრდნობით ვრცელდება ინფორმაცია" - ტქვა მიქაუტაძემ რუსთავი 2-თან საუბარში.

სახელმწიფო დეპარტამენტის 2018 წლის ანგარიში საქართველოში სასამართლო ხელისუფლების მდგომარეობასაც ეხმიანება. ანგარიში ეყრდნობა კოალიციას დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის, საერთაშორისო გამჭვირვალობას და სხვებს, რომლებიც სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამენ. ანგარიშში ნათქვამია, რომ წლის განმავლობაში მათ მთელ რიგ პრობლემებზე გაამახვილეს ყურადღება - მათ შორის მოსამართლეების გავლენიანი ჯგუფის კიდევ უფრო გაძლიერებაზე. ძირითადად, საუბარია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებსა და სასამართლოს თავმჯდომარეებზე, რომლებიც, არასამთავრობო სექტორის შეფასებით, ხელს უშლიდნენ .ინიციატივებს სასამართლო დამოუკიდებლობის გაძლიერებაზე, გავლენა აქვთ ინდივიდუალურ მოსამართლეებზე და საქმეების განაწილების სისტემით მანიპულირებენ.

პრობლემურ საკითხებს შორის ჩამოთვლილია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გამჭვირვალობის ნაკლებობა და მოსამართლეებისა და სასამართლოს თავმჯდომარეების დანიშვნის ნაკლოვანებები.

კომენტარები