ველური ცხოველები

კენიის "დედოფალი სპილო" მოკვდა - ფოტოგრაფმა მას უკანასკნელი სურათები გადაუღო

0 კომენტარი
ფოტო: WILL BURRARD-LUCAS

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კენიის "დედოფალი სპილო" 60 წლის ასაკში ბუნებრივი მიზეზების გამო მოკვდა.

ბრიტანელმა ფოტოგრაფმა უილ ბარარდ-ლუკასმა სპილოსთვის უკანასკნელი სურათების გადაღება მოასწრო.

"ეს ცხოველი საკუთარი თვალებით რომ არ მეხილა, არასდროს დავიჯერებდი ასეთი სპილოს არსებობას. სამყაროში სპილოების დედოფალი რომ არსებობდეს, ამ წოდებას აუცილებლად ეს სპილო მიიღებდა", - თქვა ფოტოგრაფმა.

"დედოფალი სპილო" ბრაკონიერებში ძალიან მოთხოვნადი ცხოველი იყო, რადგან მისი ჯიშის სპილოებს განსაკუთრებით დიდი ეშვები აქვთ.

"მისი ეშვები იმდენად გრძელი იყო, რომ ისინი მიწას ეხებოდნენ. სპილო წარსული პერიოდიდან გადმოსულ ცხოველს გავდა", - თქვა ფოტოგრაფმა.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

GAME OF THRONES-ის მერვე სეზონის მეხუთე სერიის თრეილერი გამოქვეყნდა (ვიდეო)

კომენტარები