ჩრდილოეთ კორეა

ბრიტანელმა მომღერალმა, ჯოს სთოუნმა ჩრდილოეთ კორეაში, ბარში იმღერა

ბრიტანელმა მომღერალმა ჯოს სთოუნმა სიმღერა ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქის, ფიონიანგის ბარში შეასრულა.

ჯოს სთოუნს მსოფლიო ტურნე აქვს, მისი მიზანი მსოფლიოს ყველა ქვეყანაში სიმღერაა. ის სირიაშიც იყო.

მომღერლის თქმით, მოგზაურობისთვის კორეული სიმღერა ისწავლა.

"არირანგს ვსწავლობ, ეს კორეის ეროვნული სიმღერაა,"- წერს სთოუნი

არირანგი კორეული ხალხური სიმღერაა, რომელიც ადრე UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაშიც იყო. 

"ცოტა საშიში იყო საზღვრის გადაკვეთა, რადგან არ ვიცოდით, რა მოხდებოდა. უბრალოდ შეგვეძლო, მივნდობოდით ხალხს, რომელიც ჩვენზე ზრუნავდა და რჩევებს გვაძლევდა," - გვატყობინებს ინსტაგრამის საშუალებით.

როგორც ცნობილია, ის დიქტატორულ ქვეყანაში საიმონ ქოქერელის, გორიოს ტურებს ხელმძღვანელის დახმარებით მოხვდა. 

მომღერალი ბრიტანეთის ელჩს, კოლინ ქრუკსსაც შეხვდა. ელჩმა ტვიტერზე დაწერა, რომ  ჯოს სტოუნთან ფიონიანგში შეხვედრა გასაოცარი იყო და მისი შესრულებაც იხილა.

 

კომენტარები