ავიაკატასტროფა

2 ავიაკატასტროფის შემდეგ Boeing-მა 737 Max ტიპის თვითმფრინავების ფრენები შეაჩერა

0 კომენტარი
ფოტო: Getty Images

კომპანია Boeing-მა 737 Max ტიპის თვითმფრინავები ხმარებიდან ამოიღო. მიზეზი ეთიოპიაში ამ მოდელის თვითმფრინავის მიერ განცდილი ავიაკატასტროფის ადგილის  შესწავლის შედეგად მიღებული ახალი ინფორმაციაა. შავი ყუთი ანალიზისათვის საფრანგეთში გადააგზავნეს.

კომპანიაში ამბობენ, რომ გამოძიებას დაელოდებიან, თუმცა სჯერათ, რომ მათ თვითმფრინავებს ხარვეზი არ აქვთ. ისინი ამბობენ, რომ ფრენების გაუქმება კონსულტაციების შემდეგ, უსაფრთხოების მიზნით გადაწყვიტეს.

აღმოაჩინეს მსგავსებები ინდონეზიაში, Lion Air-ის კუთვნილი ამავე მოდელის თვითმფრინავის ჩამოვარდნასთანაც. ორივე თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა აფრენიდან რამდენიმე წუთში განიცადა.

ავიაკატასტროფების შემდეგ ამ მოდელის თვითმფრინავების ფრენები გააუქმა ჩინეთმა, ბრაზილიამ, დიდმა ბრიტანეთმა, ავსტრალიამ, ეთიოპიამ, კანადამ და აშშ-მა.

განცხადება გააკეთა დონალდ ტრამპმაც, რომლის თქმითაც გამოძიებას დაელოდებიან, თუმცა მთავარი მოქალაქეების უსაფრთხოებაა და ამიტომ ამ მოდელის თვითმფრინავის ფრენები გამოძიების დასრულებამდე აკრძალა.

შეგახსენებთ, რომ ეთიოპიაში Boeing 737 Max 8 კვირას ჩამოვარდა. დაიღუპა ბორტზე მყოფი 157-ვე ადამიანი. ოქტომბერში Lion Air-ის ავიახაზების კუთვნილი ამავე მოდელის თვითმფრინავი ინდონეზიაში ჩამოვარდა. ავიაკატასტროფას მაშინ 189 ადამიანი ემსხვერპლა.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია - მღვდელი ლეონ გელოვანი

კომენტარები