რუსული ოკუპაცია

რუსმა ოკუპანტებმა გალის რაიონში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში საქართველოს მოქალაქე ლევან ძაძუა დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას "ლაივპრესი" ავრცელებს. 

მათი ინფორმაციით, ძაძუა დე ფაქტო რესპუბლიკის სამართალდამცავებმა წუხელ გვიან ღამით სახლიდან წაიყვანეს. რა გახდა ახალგაზრდა მამაკაცის დაკავების მიზეზი უცნობია.

როგორც ტაბულას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უთხრეს, ამ საკითხზე ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებულია ცხელი ხაზი

კომენტარები