ბრექსითი

ბრიტანეთის პარლამენტი დღეს ბრექსითზე ხელახალი რეფერენდუმის ჩატარებას უყრის კენჭს

Reuters

დიდი ბრიტანეთის პარლამენტში დღეს კენჭს უყრიან ბრექსითის თაობაზე ხელახალი რეფერენდუმის ჩატარებას.

კენჭისყრა ბრექსითის გადადების თაობაზე დებატებისას გაიმართება. დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის ვადის გადაწევის განხილვა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც პარლამენტმა ტერეზა მეის ბრექსითის გეგმა და შეთანხმების გარეშე გასვლა უარყო. ამჟამად ბოლო ვადად 29 მარტია განსაზღვრული.

ინიციატივის მხარდაჭერის შემთხვევაში ბრიტანეთის მოქალაქეების არჩევანის წინაშე დადგებიან: მხარი დაუჭირონ ტერეზა მეის მიერ მიღწეულ შეთანხმებას გასვლის თაობაზე, თუ დარჩნენ ევროკავშირის შემადგენლობაში.

თუმცა მოსალოდნელია, რომ ახალ რეფერენდუმის ინიციატივა, რომელსაც ლეიბორისტული პარტიის წევრების ნაწილი, ლიბერალ დემოკრატები და ზოგიერთი დამოუკიდებელი ჯგუფი ემხრობა, საკმარის მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე კვირას პრემიერმინისტრ ტერეზა მეის ბრექსითის შეთანხმებამ პარლამენტში კიდევ ერთი მარცხის განიცადა. მეის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას 242-მა პარლამენტარმა დაუჭირა მხარი, ხოლო წინააღმდეგი 391 იყო.

კენჭისყრამდე, ტერეზა მეიმ გრიმსბიში გამოსვლისას თქვა, რომ თუ პარლამენტარები მის ბრექსითის შეთავაზებს მხარს არ დაუჭერენ, შესაძლოა ბრიტანეთმა ევროკავშირი ვერასოდეს დატოვოს.

მის მიერ მიღწეულმა ბრექსითის შეთანხმებამ გასული წლის დეკემბერში პარლამენტში ისტორიული მარცხი განიცადა, ტერეზა მეიმ ევროკავშირთან მოლაპარაკებები გააგრძელა.

პარალელურად, ბრიტანეთის მთავრობამ გამოაცხადა, რომ ევროკავშირის გარეთ, სხვა ქვეყნებიდან იმპორტირებულ საქონელზე ტარიფებს შეამცირებს და მიიღებს ზომებს, რათა ჩრდილოეთ ირლანდიის საზღვარზე, შეთანხმების გარეშე გასვლის შემთხვევაში, მყარი საზღვარის გაჩენა აიცილონ თავიდან.

კომენტარები