იუვენტუსის ყოფილმა ფეხბურთელმა პატრის ევრამ, კრისტიანო რონალდოსთვის იუვენტუსი-ატლეტიკოს ჩემპიონთა ლიგის მეორე თამაშამდე მიწერილი მესიჯები გაასაჯაროვა.
უივენტუსი-ატლეტიკოს მეორე თამაში 13 მარტს ჩატარდა - მასში გამარჯვება და შემდეგ ტურში გასვლა ტურინულმა გუნდმა კრისტიანო რონალდოს სამი გოლის მეშვეობით მოახერხა. პირველი თამაში იუვენტუსს ანგარიშით 2-0 ჰქონდა წაგებული.
პატრის ევრამ კრისტიანო რონალდოსთან WhasApp-ში მიმოწერა ინსტაგრამზე დაპოსტა.
"პატრის ევრა - "ძმაო, შენი იმედი მაქვს ჩემპიონთა ლიგის უკან დაბრუნებაში! არასდროს მეპარებოდა შენში ეჭვი! ხალხი ყოველთვის მკლავს, როდესაც შენ ან იუვენტუსი აგებთ."
კრისტიანო რონალდო - "ვიცი. ჩვენ ამას გადავლახავთ ძმაო. სახლში მათ გავანადგურებთ."
პატრის ევრა - "ნამდვილად! ვივა რონალდო."
კრისტიანო რონალდო - "აჰაჰაჰაჰა."
პატრის ევრა - "ჩემო ძმაო. იგრძენი თავდაჯერებულობა."