აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2018 წლის ანგარიში

სახ. დეპ.: სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაში ჩარევის ნიშნები ჩანდა

Freedom

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2018 წლის ანგარიში საქართველოში სასამართლო ხელისუფლების მდგომარეობასაც ეხება. 

ანგარიშში წერია, რომ მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუცია დამოუკიდებელ სასამართლოს ითვალისწინებს, სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაში ჩარევის ნიშნები ჩანდა. 

ანგარიში კოალიციას დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის, საერთაშორის გამჭვირვალობას და სხვებს ეყრდნობა, რომლებიც სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამენ. 

"მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუცია და კანონი დამოუკიდებელ სასამართლოს ითვალისწინებს, სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაში ჩარევის ნიშნები ჩანდა. მოსამართლეები მოწყვლადები იყვნენ პოლიტიკური წნეხის წინაშე სასამართლოს შიგნით და გარეთ. 

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე სასამართლოსთვის, საერთაშორისო გამჭვირვალობა და სხვები კვლავაც საუბრობენ სასამართლო სისტემაში დამოუკიდებლობის ნაკლებობაზე. წლის განმავლობაში ისინი ხაზს უსვამდნენ სხვადასხვა პრობლემას, მათ შორის დიდი გავლენების მქონე მოსამართლეთა ჯგუფის გაძლიერებაზე, პირველ რიგში იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, რომელმაც მათი ცნობით, სასამართლოში კრიტიკის გაღვივებასა და სასამართლოს დამოუკიდებლობის გაძლიერებას ხელი შეუშალა; ასევე საუბრობდნენ უმაღლესი საბჭოს წევრების გავლენაზე ინდივიდუალური მოსამართლეების დამოუკიდებლობის შემთხვევაში, უმაღლესი საბჭოს ქმედებებში გამჭვირვალობის ნაკლებობაზე,"- წერია ანგარიშში.

კომენტარები