ელექტროენერგიის შეზღუდვა

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 15 მარტს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება

newcastle.gov.za

ხვალ, 15 მარტს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს. 

გლდანის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის III, IIIა მიკრორაიონების (ნაწილობრივ), წყაროთუბნის, მწვანე და ნიკო კეცხოველის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის „ა“ მიკრორაიონის, ილია ვეკუას, ხიზაბავრის, აკაკი ვასაძის, ომარ ხიზანიშვილის და შეშელიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

13 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, დავით სარაჯიშვილის გამზირის, გლდანის ხევის დასახლების, ზარზმის, ილორის, რომან ჭელიძის, დავით სარაჯიშვილის და იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორხევის დასახლების, აეროპორტის დასახლების, ლილოს დასახლების, იუმაშევის და მუხაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მასივის IV მიკრორაიონის III კვარტლის, ვარკეთილი-3 დასახლების IV მიკრორაიონის, ვარკეთილი დასახლების IV მიკრორაიონის II რიგის და ჯავახეთის ქუჩის მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის, ჭანტურიას, ვირსალაძის, ლადო ალექსი-მესხიშვილის და აბაშიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნიკო ნიკოლაძის, ვაშლოვანის, ენელე ახვლედიანის, ქიაჩელის, მელიქიშვილის, მიმინოშვილის და კოსტავას ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის და გურამიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება თორნიკე ერისთავის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), მერვე ლეგიონის დასახლების, სამგორის დასახლების, ივერიელის, გოჩა ონაშვილის, მანდელშტამის, ლაღიძის და ხარაბაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, ევროპის მოედნის, ღვინის აღმართის, ისნის, მეტეხის, ურბნისის და დუტუ მეგრელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის და ბოგდან ხმელიცკის ქუჩის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ზურგოვანის, ქოშიგორის დასახლების, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, ფარნავაზის გამზირის, აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, სამხედრო გზატკეცილის, სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დემეტრე თავდადებულის, პეტრიწის, საბურთალოს, ბახტრიონის და ცინცაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფიროსმანის, ჩიტაის, კონსტიტუციის, გოგი დოლიძის, გოგოლის და კლდიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდგორის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება დაბა კიკეთის მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები