ფეხბურთი

კრიშტიანუ რონალდუს ჰეტ-ტრიკის შემდეგ იუვენტუსის აქციების ფასი 17%-ით გაიზარდა

0 კომენტარი
ფოტო: Getty Images

“სწორედ ამისთვის მომიყვანა იუვენტუსმა აქ” - აღნიშნა პორტუგალიელმა ვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ ატლეტიკოსთან მატჩის შემდეგ. მისმა ჰეტ-ტრიკმა ატლეტიკო მადრიდის პირველ რაუნდში მოპოვებული ორგოლიანი უპირატესობა აღმოფხვრა და იუვენტუსი მეოთხედფინალში გაიყვანა.

შესაძლოა, კრიშტიანუ მის გოლებზე საუბრობდა, თუმცა გვერდითმა ეფექტმა კლუბის მფლობელები უკმაყოფილო ნამდვილად არ დატოვა: მატჩის შემდგომ კლუბის აქციების ფასი 17%-ით გაიზარდა.

იუვენტუსი ანელების ოჯახს ეკუთვნის, რომელიც კლუბის აქციების 64%-ს ფლობს.

რონალდუს გოლების დახმარებით, ტურინელებმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასვლით 10.5 მილიონი ევრო გამოიმუშავეს იმ 9.5 მილიონ ევროსთან ერთად, რომელიც მერვედფინალში გასვლის შედეგად მიიღეს.

ტურინულმა კლუბმა კრიშტიანუ გასულ ზაფხულს შეიძინა. იუვენტუსმა ტრანსფერისთვის მადრიდის რეალს 100 მილიონი ევრო გადაუხადა. ტრანსფერზე განაცხადიდან 24 საათში იუვენტუსმა რონალდუს ნახევარ მილიონზე მეტი მაისური გაყიდა.

კრიშტიანუ თებერვალში 34 წლის გახდა. მას კიდევ 3 წლიანი კონტრაქტი აქვს იუვენტუსთან, რომელიც რონალდუს წლიურად 30 მილიონ ევროს უხდის .

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ქეთი დევდარიანი

კომენტარები