Victoria’s Secret

Victoria's Secret-ის ახალი ანგელოზი ბარბარა პალვინი გახდა [Video]

Victoria’s Secret-ის ახალი ანგელოზი 25 წლის უნგრელი მოდელი ბარბარა პალვინი გახდა. ამის შესახებ მან ვიდეო საკუთარ ინსტაგრამზე გამოაქვეყნა.

"ამას სამი თვე საიდუმლოდ ვინახავდი. ეს კარიერის მწვერვალია." წერს მოდელი.

"როდესაც 13 წლის ვიყავი Victoria’s Secret-ის შოუ ვნახე და ვთქვი "ერთ დღესაც მეც მოვხვდები აქ". 3 თუ 4 წლის შემდეგ პირველად ჩავატარე ფოტოსესია Victoria’s Secret-ის PINK-ისათვის. ახლა ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ეს ჩემი ბედისწერა იყო."

მოდელი Victoria's Secret-ის შოუზე პირველად 2012 წელს გამოვიდა და ამის შემდეგ ბევრ გადაღებაში მიუღია მონაწილეობა. ის გასული წლის ნოემბრის შოუშიც მონაწილეობდა.

კომენტარები