ნუცუბიძის მეოთხე პლატოზე მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა

თბილისში, ნუცუბიძის მეოთხე პლატოზე მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა. გავრცელებული ინფორმაციით გარდაცვლილი 53 წლის მამაკაცია.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიხედვით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით არის დაწყებული, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას მოიცავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.

კომენტარები