რუსულმა იარაღის მწარმოებელმა კომპანიამ Almaz-Antey-მ დრონის მოდელი დააპატენტა, რომელიც "კალაშნიკოვით" არის აღჭურვილი.
გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, რომ დრონის ერთადერთი ფუნქცია სწორედ AK-47-ის გადატანაა. უცნობია როგორ იფუნქციონირებს დრონი.
AK-47 იარაღს დრონის კორპუსი მთლიანად არ ფარავს და როგორც აღნიშნავენ მისი აეროდინამიურობის გასაზრდელად იარაღის დიზაინში ცვლილებაც არ შეუტანიათ.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს თავად კომპანია Kalashnikov-მა კამიკაძე-დრონი შექმნა, რომელიც ასაფეთქებელი მოწყობილობით იქნება აღჭურვილი.
გასულ წელს Kalashnikov-მა საბრძოლო ოპერაციებისთვის განკუთვნილი რობოტი Igorek-ი წარადგინა, რომელიც ფუნქციური არ გამოდგა, რასაც ინტერნეტში დაცინვა მოჰყვა.
წლის ბოლოს კი რუსეთში გამართულ ტექნოლოგიის კონფერენციაზე წარმოდგენილი ყველზე დახვეწილი და მაღალტექნოლოგიური რობოტი, სახელად ბორისი, სინამდვილეში ფორმაში გამოწყობილი კაცი აღმოჩნდა.