ახალი ზელანდია

ახალ ზელანდიაში ორ მეჩეთში თავდასხმას 40 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

REUTERS

ახალ ზელანდიაში, ქალაქ ქრაისთჩერჩში, ორ მეჩეთში თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა, დაჭრილია 20 ადამიანი.

პრეიმიერმინისტრის შეფასებით ეს ტერორისტულ თავდასხმას ჰგავს, - "ახალი ზელანდიისთვის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღეა, ეს უველაზე სასინელი მასობრივი თავდასხმაა ქვეყნის ისტორიაში.

მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია 4 ეჭვმიტანილი, 3 მამაკაცი და ერთი ქალი, ერთ-ერთი ეჭვმიტანილი ავსტრალიის მოქალაქეა.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთ დავდამსხმელს მასობრივ სროლამდე და სროლისას ინტერნეტში ლაივი ჰქონდა ჩართული.

ტვიტერის მომხმარებლები წერენ, რომ სწორედ ლაივის დროს თავდამსხმელმა მაყურებელს მოუწოდა, რომ ცნობილი Youtube ბლოგერის, PewDiePie-ს არხი გამოეწერათ, თავად ბლოგერი აღნიშნულს ჯერჯერობით არ გამოხმაურებია.

ბრიტანულმა ტაბლოიდმა Mirror-მა გაავცელა მჭიდების ფოტო, რომელზეც ქართული წარწერები, კერძოდ, დავით აღმაშენებლისა და დავით სოსლანის სახელები წერია.


ფოტო: mirror.co.uk

კომენტარები