გიორგი ჩაკვეტაძის დაბრუნება

გიორგი ჩაკვეტაძე გამოჯანმრთელდა, მაგრამ საქართველოს ნაკრების სიაში არაა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმა მოიშუშა და გენტთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიში დაიწყო. ბელგიური მედიის ცნობით, 19 წლის ფეხბურთელი სათამაშოდ მზადაა.

გენტს 47 ქულა აქვს და ბელგიის ჩემპიონატსი სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილზეა, რაც საჩემპიონო ჯგუფის საგზურს იძლევა. ამდენივე ქულა, მაგრამ ბურთების უარესი შეფარდება აქვს სენტ ტრუიდენს. ჩაკვეტაძის გუნდი კვირას სწორედ მთავარ მეტოქეს ესტუმრება. გენტს მიზნის მისაღწევად ფრეც ჰყოფნის - ექვსეულში დარჩება და საჩემპიონო პლეი ოფში თამაშის უფლებას მიიღებს. გენტის სამწვრთნელო შტაბი ჩაკვეტაძის მინდორზე გაყვანას ამ მატჩში გეგმავს.

აღსანიშნავია რომ გიორგი ჩაკვეტაძე საქართველოს ნაკრებს ევრო 2020–ის საკვალიფიკაციო ეტაპის საწყის 2 ტურში ვერ დაეხმარება. საქართველოს ნაკრების თავკაც ვლადიმირ ვაისს ის შემადგენლობაში არ გამოუძახებია.

კომენტარები