ქობულეთი

მტირალას ეროვნულ პარკში დაკარგული შვეიცარიის ორი მოქალაქე იპოვეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

ქობულეთიში, მტირალას ეროვნულ პარკში დაკარგული შვეიცარიის ორი მოქალაქე იპოვეს, ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ტურისტებს ლაშქრობისას გზა აებნათ და ტყიდან გამოსვლა ვეღარ მოახერხეს.

"სამძებრო სამუშაოები რამდენიმე საათის განმავლობაში, რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში მიმდინარეობდა. მიუხედავად ამისა, მეხანძრე-მაშველებმა მოახერხეს დაკარგულების პოვნა და უსაფრთხო ადგილას გადაყვანა. მათ სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრებ", - აღნისნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავცელებულ განცხადებაში.

სამძებრო სამუშაოებში ჩართულები იყვნენ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები და რეინჯერები.

კომენტარები