ქართულწარწერიანი მჭიდები

სუს-ი ქართულწარწერიან მჭიდებზე: ვთანამშრომლობთ პარტნიორებთან დეტალური ინფორმაციისთვის

0 კომენტარი

"საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკვე თანამშრომლობს სტრატეგიულ პარტნიორებთან, რათა მოხდეს დეტალური ინფორმაციის მიღება მომხდარი ტერორისტული აქტის დროს დაკავებული პირებისა და ამოღებული იარაღის შესახებ," - სუს-ი ახალ ზელანდიაში მეჩეთებზე მომხდარი თავდასხმის დროს აღმოჩენილ შესაძლო ქართულწარწერიან მჭიდებზე განცხადებას ავრცელებს. მჭიდების ფოტო, რომელზეც ქართული წარწერები, კერძოდ, დავით აღმაშენებლისა და დავით სოსლანის სახელები წერია, ბრიტანულმა ტაბლოიდმა Mirror-მა გაავცელა.

"უცხოურ მედიაში გამოქვეყნდა ახალ ზელანდიაში მომხდარი ტერორისტული აქტის დროს გამოყენებული ცეცხლსასროლი იარაღის მჭიდების ფოტოსურათები. მათზე დატანილი იყო სიმბოლოები და წარწერები სხვადასხვა ენაზე, მათ შორის ქართულ ენაზეც. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკვე თანამშრომლობს სტრატეგიულ პარტნიორებთან, რათა მოხდეს დეტალური ინფორმაციის მიღება მომხდარი ტერორისტული აქტის დროს დაკავებული პირებისა და ამოღებული იარაღის შესახებ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უსამძიმრებს ახალი ზელანდიის მოსახლეობას მომხდარი ტერორისტული აქტის გამო," - წერია განცხადებაში.

ახალ ზელანდიაში ორ მეჩეთში თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა, დაჭრილია 20 ადამიანი. მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია 4 ეჭვმიტანილი, 3 მამაკაცი და ერთი ქალი, ერთ-ერთი ეჭვმიტანილი ავსტრალიის მოქალაქეა.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ჰერმან საბო

კომენტარები